სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა გამოიარა პოსტსაბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს იყო სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები, რომელიც რუსეთის საზღვრის გასწვრივ გაღვივდა საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაძაბულობა დასრულდა მოკლე ომით რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსეთი აგრძელებს ამ რეგიონების ოკუპაცია, და ცენტრალური მთავრობას არ აქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას. დაძაბულობა კვლავაც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, თუმცა ეს არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას საქართველოს სხვა ნაწილებზე, მათ შორის თბილისზე“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება
შემდეგი სტატიასაქართველო შევიდა ძალიან მძიმე ფაზაში, როცა ყოველდღიურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან ვისმენთ ძალიან ნეგატიურ შეფასებებს – წერეთელი