სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების საფრთხის შესახებ კვლავ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების საფრთხის შესახებ კვლავ აფრთხილებს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტერორისტული საფრთხის შესახებ გაფრთხილება იმოქმედებს 2016 წლის 31 აგვისტომდე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპაში კვლავ არსებობს ტურისტულ ობიექტებზე, რესტორნებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საფრთხე.

“ზაფხულის თვეებში ევროპაში ჩასული ტურისტების დიდი რაოდენობა წარმოადგენს სასურველ მიზანს ტერორისტებისთვის, რომლებიც თავდასხმებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გეგმავენ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

10 ივნისს საფრანგეთში ევრო-2016-ის დაწყებასთან დაკავშირებით ტერორისტების პოტენციური სამიზნე შესაძლოა, გახდეს სტადიონები და გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონები, ასევე ხალხმრავალი კლუბები და კაფეები, სადაც მატჩების ტრანსლირება მოხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ივლისში დაგეგმილი ტურ-დე-ფრანსის ტურნირის დროს, ასევე პოლონეთში ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

banner
წინა სტატიაში( video) ნიკა რურუა სასულიერო პირთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიარუსთავში, ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა