სახელმწიფო დეპარტამენტი: მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭვქვეშ აყენებენ

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს მიიღოს სარგებელი აღმოსავლეთ/დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობიდან.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გააძლიერა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტი გადასცა საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს, მათ შორის იყო ამერიკული კომპანია, მაგრამ 2020 წელს მთავრობამ გაწყვიტა კონტრაქტი ჯგუფთან ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესახებ. ინვესტორების ჯგუფი ამტკიცებს, რომ მთავრობის ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო პროექტის წინააღმდეგ, გამოიწვია ფინანსური სირთულეები და კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭვქვეშ აყენებენ. პარალელურად, ლოჯისტიკურმა და პორტების მმართველმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოჯისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორი ახალი ტერმინალის პროექტს და მესამე კი კვლავ რეალიზაციის პროცესში იქნება – მულტიმოდელური ტერმინალი ბათუმში, ახალი ტერმინალები და გაზრდილი საცავი ფოთში, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პორტია და რომელიც გეგმავს ღრმაწყლოვანი შესაძლებლობების განვითარებას“,- ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო შევიდა ძალიან მძიმე ფაზაში, როცა ყოველდღიურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან ვისმენთ ძალიან ნეგატიურ შეფასებებს – წერეთელი
შემდეგი სტატიააიისამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო