სახელმწიფო დეპარტამენტი: “დღეს საქართველოთი ვიწყებთ”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური პრესის ბრიფინგი საქართველოზე საუბრითა და ნიკა მელიას საქმით დაიწყო – ქვეყნის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ “ცენტრალური სადაზრვერვო სააგენტოს” (CIA) ყოფილმა წევრმა და დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა, ისაუბრა.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გაამწვავოს ან გამოიწვიოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს თავისი ვალდებულებები დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემები იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავნაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: მელიას ტელევიზორით სარგებლობის უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: მალე ერთად დავიხსნით ამ ანტიქართული კლანებისგან სამშობლოს