სახელმწიფო დეპარტამენტი და ნატო-ს ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამენ, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმე უსწრაფესად იქნება გამოძიებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნატო-ს ხელმძღვანელობა და საერთაშორისო დიპლომატიური მისები იმედს გამოთქვამენ, რომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი უსწრაფესად იქნება გამოძიებული, – ინფორმაციას ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იმედს გამოთქვამენ, რომ თავდასხმაში დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.
მათივე ინფორმაციით, ბრიჯიტ ბრინკმა, ალექსანდრე ვერშბოუმ, ჯეიმს აპატურაიმ, პეტრიაშვილის მეგობრებმა დიპლომატიური მისიებიდან, პირადად მოიკითხეს ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას გამოჯანმრთელება უსურვეს.
“მათ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული, დამნაშავეები კი მკაცრად დაისჯებიან. მათივე თქმით, მსგავს ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ისეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი რატომ უნდა იყოს ადამიანი ნაწყენი, თუ კი ის ტენდერს ვერ იგებს” – მანანა კობახიძე კოალიციაში დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას ვერ გამოიძიებს