სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საპარლამენტო არჩევნებამდე რა განცხადებებსაც გააკეთებენ დემოკრატიის უკუსვლაზე და სხვა საკითხებზე, ეს არის საქართველოსთვის სამწუხარო ვაჭრობის საგანი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ.
„სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე რა განცხადებებიც გაკეთდება დემოკრატიის უკუსვლაზე და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ სამწუხარო სავაჭრო საგანი საქართველოსთვის. სხვა ნებისმიერი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო ყველა მაჩვენებელში დაწინაურებულია და ეს არის მსოფლიო ინსტიტუტების შეფასებები, არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან პოზიტიური მიმართულებით გადატვირთავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.