სახელმწიფო დეპარტამენტი ამზადებს ახალ მოხსენებას რუს ილიგარქებსა და კრემლს შორის არსებულ კავშირებზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მზადაა კონგრესში გააგზავნოს მოხსენება, რომელშიც შევა წინადადებები რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაზუსტებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა.
მან დადებითი პასუხი გასცა სენატორ ჯეინ შანინის შეკითხვას – “წარმოადგენს თუ არა მომავალი წლის თებერვალში სახელმწიფო დეპარტამენტი მოხსენებას რუს ილიგარქებსა და კრემლს შორის არსებულ კავშირებზე?”
სახელმწიფო დეპარტამეტის ახალი მოხსენების შედეგად კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები რუსული კომპაიების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ამა წლის ოქტომბერში გაზეთი “The New York Times” წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადასცა კონგრესს რუსეთის იმ ორგანიზაციების სია, რომელთა წინააღმდეგ შესაძლებელია განხორციელდეს ახალი სანქციები.

banner
წინა სტატიაშიიური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პენტაგონის 2018 წლის ბიუჯეტს, რომელიც 700 მილიარდი დოლარით განისაზღვრება