სახელმწიფო დეპარტამენტი- „ 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზიამ „იბერია“ მაუწყებლობა შეაჩერა

სახელმწიფო დეპარტამენტი- „ 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზიამ „იბერია“ მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირდება. „იბერიის“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაცი,- ნათქვამია ანგარიშში.

“გავრცელდა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, რომლებიც იმჟამინდელი და ყოფილი ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციაში, წამებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჩართულობაზე მიუთითებდა. ზოგიერთმა აქტორმა მათი ავთენტიკურობა ეჭვქვეშ დააყენა. ერთ-ერთ ჩანაწერში ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საკუთარ თავს მთავრობის მთავარ “მომრიგებლად” მოიხსენიებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში. ასევე, ამბობდა, რომ მოწმეებისაგან ჩვენების მისაღებად ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა და მსგავსი მეთოდებისთვის სხვა დროსაც მიუმართავს. კიდევ ერთ ჩანაწერში კი ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის კონგლომერატშიც შედიოდა ტელევიზია იბერია, ამბობდა, რომ იმჟამინდელი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები მისგან ქრთამს ითხოვდნენ და ძალადობრივ რეკეტს ახორციელებდნენ, მათ შორის, ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეკემბერში ამ საქმეების გამოძიება კვლავ გრძელდებოდა,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. დოკუმენტში წერია, რომ 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზე ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა მარნეულის მერის საქმეც, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება