სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ

ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის, მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, იქნება ეს ჯანდაცვის კუთხით თუ სოციალური კუთხით. ხუთი ათასს მოქალაქესთან ჩვენ იძულებული გავხდით, გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად. როცა მთავრობა ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია მოითხოვოს მოქალაქეებს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძეს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა
შემდეგი სტატია“კარგია ოპოზიციას თუ დაესწრება პრემიერის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს “