სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის მიზეზებს საპენსიო ასაკი დაემატება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის მიზეზებს, სავარაუდოდ, საპენსიო ასაკი დაემატება, – შესაბამისი ცვლილებებია ინიცირებული საქართველოს პარლამენტში.

თავად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტში შესაძლო დათხოვნის საფუძვლებს დაემატება – „საპენსიო ასაკის გამო”. ხოლო, ამავე კანონის მე-10 მუხლში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, საპენსიო ასაკის შემდეგ თანამშრომელს განესაზღვრება სამსახურის ვადა შესაბამისი ბრძანებით, ან შრომითი ხელშეკრულებით.

კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

banner
წინა სტატიაშიაქვთ თუ არა სექსი სხვებს იმაზე ხშირად, ვიდრე თქვენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – 2 დღეა დაკავებული ვარ, რომ სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნო როგორმე კომისიის წევრები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გავიდეთ ამ სივრციდან