სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიალი მიმდინარეობს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მიმდინარეობს.

მოგვიანებით, საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

დღეს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდებიან.

დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებიც მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისაბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგაგრაში,”ოლდენბურგსკის” პარკში თევზები უწყლობით იხოცებიან (ვიდეო)