ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ პროკურატურამ დიდი ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულის ინიციალები არ გაასაჯაროვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი იდენტიფიცირება მარტივი იქნებოდა. მისი თქმით, „სახელისუფლებო სქემის გარეშე 700 მილიონს ვერავინ ვერ გაათეთრებდა“.
ჩემი გადმოსახედიდან აქ არის ინიციალები “ი.ღ”, რომელიც ამოიღეს იმიტომ, რომ პირდაპირ, მარტივად წაიკითხებოდა ეს ყველაფერი და იქნებოდა დადასტურება. რა თქმა უნდა, ეს იყო სახელისუფლებო სქემა. სახელისუფლებო სქემის გარეშე 700 მლნ-ს ვერავინ ვერასდროს ვერც მოიპარავს და უბრალოდ “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტში ვერ გადააადგილებს.
გასაგებია რაც ხდება, გასაგებია, რომ ივანიშვილს ეშინია. ივანიშვილს საქმე აქვს გასაქცევად. ახლა თავისი ფულიც ენანება, თან ღარიბაშვილს არ უნდა, რაღაც ფული შეარჩინოს, თან გასაქცევად აქვს საქმე, ამათაც ეპოტინება, ხელისუფლებასაც ეპოტინება, მაგრამ ყველაფერს დაკარგავს 4 ოქტომბერს, – ამბობს მურთაზ ზოდელავა.















