“სახელისუფლებო გუნდმა ამაზე პასუხი უნდა აგოს”-სერგი კაპანაძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობა რიგგარეშე სესიაზე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს ეკონომიკური გუნდის მინისტრების პარლამენტში მისვლას. საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს რა ხედვა აქვს მთავრობას და რას აპირებს ის სამომავლოდ.

ისინი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან ლარის რეკორდულად გაუფასურების მიზეზებზე.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დიმიტრი ქუმსიშვილს და გიორგი გახარიას ოფიციალური წერილობითი მიმართვა უკვე გაუგზავნეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა მინისტრები საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას.

”სახელისუფლებო გუნდმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, როგორც მინიმუმ ღიად გააკეთოს ახსნა თუ რა ხდება, რამ განაპირობა ეს და რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. ერთ-ერთი გზა ამისთვის არის სწორედ ოპოზიციასთან დასხდომა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების მხრიდან კითხვებზე პასუხების გაცემა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიათუ ყველაფერი კარგად მიდის და ლარი მაინც უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი ვერ გამოსწორდება-დავით ბარქაძე