საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლემ სამოქალაქო სექტორისა და “საიას” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი დაირღვა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლს სტატუსი საფუძვლიანი შესწავლის გარეშე მოუხსნა.
“რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არ ცვლის იმ მოცემულობას და პასუხისმგებლობას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მათ შორის „საიას“ მიერ მომზადებულ ორ კვლევაში,” – აღნიშნა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ სულხან სალაძე.