„საყდრისი არ იყო პრობლემური, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რუსთავი2-ის შექმნილი”

რადიო თავისუფლებისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტ „ ინტერVIEW“ -ში სალომე ასათიანთან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილი საყდრისის თემასაც შეეხო. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ განდაგურდა უნიკლური ძეგლი, ექსპრემიერი გაღიზიანდა და სალომე ასათიანს მოსთხოვა მოეყვანა მაგალითები თუ რომელიც ექსპერტები ამტკიცებდნენ საყრდისის საბადოს უნიკალურობას. ჟურნალისტმა ამის მაგალითად გერმანელი მეცნიერის დასკვნა მოიყვანა, რასაც ივანიშვილი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი იყო.
„საყდრისი არ იყო პრობლემური, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რუსთავი2-ის შექმნილი. საყდრისს როდესაც ახსენებთ იცით ეს საკითხი თუ ყურმოკრული გაქვთ, იქ კარგის მეტი არაფერი არ მომხდარა. მხოლოდ ნაციონალები ვერ წყნარდებიან და უნდათ თეთრი შავად წარმოაჩინონ. კარგი რაც ქონდა ამ ადგილს და რასაც სიძველესთან ქონდა კავშირი ამოღებულია და უნიკალური მუზეუმი კეთდება. ეს თემები ათასჯერ გავლილია, ვისაც პასუხის გაგება უნდა პასუხები ამოწურულია.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ჟურნალისტს განუცხადა, რომ ამ თემაზე მან საუბარი დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მოვედი სფეროში, რომელიც უინტერესო იყო ჩემთვის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელიც მე მოვიყვანე, ჩემს პოზიციებს იზიარებდა