სახდეპმა დაადასტურა, რომ ომში ამერიკის მოქალაქე დაიღუპა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა ამერიკელი მოხალისის, სტივენ ზაბელსკის გარდაცვალება. ის უკვე აშშ-ის მეორე მოქალაქეა, რომელიც ომს ემსხვერპლა.

ზაბელსკი 15 მაისს ზაპოროჟიეს რაიონში დოროჟნიანკას მახლობლად, ბრძოლაში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ნაღმზე აფეთქდა.

52 წლის სტეფან ზაბელსკი ფლორიდის შტატიდან იყო. მას მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშიმზისა გაბეშია-ჩვენ ევროპა გადაგვარჩენს (video)
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს