სახდეპი ბიჭვინთის აგარაკებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოს უწოდებს. პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

“აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები”, – თქვა მილერმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა, შეთანხმების “რატიფიცირება” კი ე.წ. პარლამეტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო: ცქიფურიშვილს მღვდელთმსახურების უფლება ჩამოართვეს, თუმცა არა დროშის დაწვისთვის
შემდეგი სტატიარუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის