სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მიღწეული წარმატებები და ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი აქტივობებისა და საქმიანობის უახლოესი პერიოდის გეგმა განსაზღვრეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა საბჭოს სტრუქტურული მუშაობის გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხზე ისაუბრეს.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საბჭოში გაერთიანებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ასზე მეტი ორგანიზაცია.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, ეროვნულ უმცირესობათა საბჭო სახალხო დამცველისა და სახელმწიფო უწყებებისთვის ძირითად საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს.

საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი უწევს.

banner
წინა სტატიაშისაია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 300-მდე უბანზე დააკვირდება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დოლარიანი სილა გააწნა