“სახალხო დამცველმა უნდა მისცეს შეფასება იმ ფაქტებს, რასაც არაადამიანური მოპყრობა ეწოდება”

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებით, ტყიბულში მაღაროელებს დამსაქმებელმა კომპანიამ ბოდიში უნდა მოუხადოს.

როგორც ჩაფიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა ისევ გრძელდება და გაფიცულებსა და დამსაქმებლებს შორის შეთანხმება ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის.

დეპუტატის განმარტებით, დღეს ტყიბულში სახალხო დამცველი ჩავა, რომელიც დამსაქმელის მხრიდან დასაქმებულების მიმართ ჩადენილ არაადამიანურ ფაქტებს შეაფასებს.

„სახალხო დამცველმა უნდა მისცეს შეფასება იმ ფაქტებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადმინისტრაციას დასაქმებულების მიმართ, კონკრეტულად ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას ვგულისხმობ. მე ველოდები კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ ბოდიში მოიხადონ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც ეწოდება არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა თანამშრომლების მიმართ”, – განაცხადა ჩაფიძემ.

ტყიბულის მაჟორიტარმა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში პრემიერის ჩართულობა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ცალმხრივი კომისიის ჩართვა გაამართლებს და ეფექტური იქნება.

ჩაფიძის განმარტებით, მეშახტეები ხელფასის გაზრდასთან ერთად ითხოვენ, რომ ბიულეტენის ანაზღაურებაც მოხდეს შრომის კანონის დადგენილი წესებით.

banner
წინა სტატიაშიცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, მედიის მუშაობა შეიზღუდება, რისი მომხრეც არ ვარ
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ კოალიციის ერთიანობას არავითარი საფრთხე არ შეექმნება”