სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ყველა პირის უფლებების თანაბარი რეალიზება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს შესაძლებლობა მისცეს ჩაერთონ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. სავალალო მდგომარეობაშია კლინიკები და ამბულატორიები, მცირეა კვალიფიციური ექიმების რაოდენობა. მოსახლეობას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს საოკუპაციო ხაზის გადმოსაკვეთად.

ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება ყველასათვის განსხვავების გარეშე. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ყველას ჯანმრთელობის უფლებას და არ შეზღუდოს კონკრეტული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებისათვის.

საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული აქვს ნება – ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სერვისები, მათ შორის პირადობის ნეიტრალური მოწმობის საფუძველზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას, რაც თავისთავად ეხმიანება სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს.

სახალხო დამცველი აცნობიერებს, რომ სხვა ჯანდაცვის პროგრამებთან შედარებით C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა გაცილებით ძვირადღირებულია და მეტი უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამ დოკუმენტის გაცემასა და თვით დოკუმენტის მფლობელზე.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პრემიერ მინისტრს შეისწავლოს ეს საკითხი უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის №169 დადგენილებში – „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.

წინადადება საქართველოს პრემიერ მინისტრს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დებატები არ გაიმართება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ეს სამარცხვინო კამპანია წამოიწყო იმ მიზნით, რომ პარლამენტში ადგილი დამიკვიდროს