13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სახალხო დამცველმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონისა და თანმხლები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, კობახიძეს შეფასება გაუგზავნა

საქართველოს სახალხო დამცველმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონისა და თანმხლები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს სამართლებრივი შეფასება გაუგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული ცვლილებების შედეგად ადამიანის უფლებებზე, განსაკუთრებით კი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების და ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა მიმართ, შესაძლო უარყოფით გავლენაზე და ხაზგასმულია კანონმდებლობის გადახედვისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან”,-ნათქვამია სამართლებრივ შეფასებაში.

banner
წინა სტატიაშიჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავეს
შემდეგი სტატიაელისაშვილმა სასამართლო პროცესზე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ასევე, მისთვის წარდგენილ ბრალდებაზე ისაუბრა