8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მონახულება ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს ეხებოდა.

უწყების ცნობით, ფეიქრიშვილმა განმარტა, რომ საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. მას სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი: დიტო ჩუბინიძის დაკავება საშიში პრეცედენტია, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას ანადგურებს
შემდეგი სტატიაფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს