სახალხო დამცველის როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ომბუდსმენს შეხვდებიან

მოსამართლეთა შერჩევის წესი – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსულტაციებს განაგრძობენ. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან და ნინო ლომჯარიას იმ ინიციატივას გააცნობენ, რომელიც იუსტიციის საბჭოსთან ერთად საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

დოლიძე და ჯანეზაშვილი ფიქრობენ, რომ ჯგუფი პროფესიონალი იურისტებით უნდა დაკომპლექტდეს, მათ შორის ორი წარმომადგენელი ჰყავდეს ომბუდსმენსაც, წევრებმა კი მოამზადონ რეკომენდაციები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ასევე კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ის საფრთხეები, რომელიც სასამართლო სისტემის განვითარებას აფერხებს.

„გავაცნობთ ჩვენს პროექტს, ჩვენს ხედვებს თუ როგორ უნდა გაიზარდოს სახალხო დამცველის როლი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც წარადგენს კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე ასარჩევად. საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უნდა შეიქმნას სახალხო დამცველის მიერ დანიშნული ორი წევრიც უნდა შედიოდეს მასში,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუკი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ყიდულობს ადამიანების საბანკო ვალებს, არის თუ არა ეს ხმების მოსყიდვა? – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატია23 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება