სახალხო დამცველის მოადგილედ ეკატერინე სხილაძე დაინიშნა

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

21 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილედ დაინიშნა.

ეკატერინე სხილაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2008 წელს გაიარა საუნივერსიტეტო კურსი სოციალური მუშაკებისათვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

2007 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესებში. 2007-2012 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში – „ქალთა საინფორმაციო ცენტრი.” მისი საქმიანობა მოიცავდა პროექტების მენეჯმენტს, რესურსცენტრის ადმინისტრირებას, ასევე, კვლევით საქმიანობასა და ქალთა საჭიროებების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირებას.

ეკატერინე სხილაძემ პაატა ბელთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მომხრე ვართ, “რუსთავი 2” დარჩეს ეთერში, დღევანდელ მენეჯმენტთან ერთად
შემდეგი სტატია“ერთი კაცი ვერ ვნახე არსებული რეჟიმის მომხრე” – ნათალეშვილი კისისხეველებს შეხვდა