სახალხო დამცველის მოადგილე – რამდენადაც ვიცი, პატიმრობამისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს

მე რამდენადაც ვიცი, პატიმრობამისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მხრიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით ინიციატივას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება თავდებობას, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამის შესაძლებლობას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე რამდენადაც ვიცი, მისჯილი პატიმრის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს,“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიანტიკონსტიტუციური იყო, როდესაც საქართველოს აჩვენეს იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ – ხერხეულიძე
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა ზაპორიჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს