სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

ლომჯარია აცხადებს, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

„მაინტერესებდა დაკავების პირობები, ხომ არ იყო გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა დაზიანება. ის დღეს დააკავეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, იმყოფებოდა მარტო. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, არ ყოფილა გამოყენებული ძალა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა არჩევანი დააფიქსირა