სახალხო დამცველის აპარატმა კრწანისის ინციდენტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველის აპარატმა კრწანისის ინციდენტის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და მოწმეებს გაესაუბრნენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას. ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოკვეთილი გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ჯერ არ მიჩნდება კითხვები, იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური, ანუ ის, რომ ადამიანები იყვნენ გადასული სამხედრო ტერიტორიაზე ამას ადასტურებენ. იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით”, -განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: გუშაგს მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა
შემდეგი სტატია“საჭიროა, დაველოდოთ გამოძიებას”- ეკა ბესელია კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარზე