სახალხო დამცველის აპარატმა ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველი ელოდება დამატებით დოკუმენტაციას, რის წარდგენასაც ნადარეიშვილი დღეს აპირებს.

ანი ნადარეიშვილმა, სახალხო დამცველს 5 იანვარს მიმართა. ადვოკატი მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლას ითხოვს.

ნადარეიშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევაა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი წმინდა ეკლესია კვლავ ზეწოლის ქვეშაა” – გარეგინ მეორე
შემდეგი სტატიაჩინეთმა იაპონიაში სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა