სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი წარუდგინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 10, 2016 13:17

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი წარუდგინა

მნიშვნელოვანი

  • რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა მედიის წარმომადგენლებს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი წარუდგინა

სხვა სტატიები

2016 წლის 10 მარტს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თემურ ქორიძემ ზუგდიდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

კერძოდ, ომბუდსმენის აპარატში 2016 წლიდან რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შეიქმნა რეგიონული დეპარტამენტი. ასევე ჩამოყალიბდა აჭარის, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოები. ცვლილებების განხორციელება იგეგმება გურიის, ახალქალაქის, კახეთის, მარნეულისა და გორის ოფისებში. სამმართველოების შექმნა მიზნად ისახავს რეგიონული ოფისების გაძლიერებას და ფუნქციურ დატვირთვას. ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის წარმომადგენლობები ცენტრალური ოფისის ჩარევის გარეშე, ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს.

პრესკონფერენციაზე რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა წარუდგინა. ლევან პაპავა, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს სახალხო დამცველის აპარატში კონკურსის წესით შეირჩა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 10, 2016 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics