სახალხო დამცველის აპარატი გატაცებული სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის აპარატი ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს, თუმცა ომბუდსმენისთვის დეტალები ცნობილი არ არის. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, დეტალები მათთვისაც არ არის ცნობილი.
“არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. დაინტერესებულები ვართ ამ ფაქტით, თუმცა დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვისაც არ არის ცნობილი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
17 წლის გოგონას უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიალევან ვასაძე: ჩემი აზრით, თბილისს ახალი მერი სჭირდება