სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები თავიდანვე არსებობდა.

„ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი დაედო საქმეს, რამაც შეზღუდა ადვოკატების წვდომა მასალებზე. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეს, განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც კითხვის ნიშნები ამ საქმეზე თავიდანვე არსებობს. აქ საუბარია, რამდენად არის დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვნახოთ მტკიცებულებები, ამიტომ ეს ყველაფერი არის განსახილველი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დღეს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ დიდ ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.

ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.

https://youtu.be/b0UQJV3Fy4c

banner
წინა სტატიაში,, დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი…ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ”
შემდეგი სტატიასოფელ აწყურთან მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ