სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და მომხდართან დაკავშირებით, დროულ გამოძიებას ითხოვს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19 მაისს, გ.ო. ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე პროდუქტის გადატანას ცდილობდა, რა დროსაც აფხაზ ე.წ. მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. ე.წ. მესაზღვრემ გ.ო.-ს მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

„ეს შემთხვევა სიცოცხლის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება. რუსეთის ფედერაცია სასაზღვრო ჯარების მეშვეობით სრულად აკონტროლებს აფხაზეთის გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრს“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისივე შეფასებით, გამყოფი ხაზის პირას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, რაც განსაკუთრებით სოფელ ხურჩის მოსახლეობას ეხება.

„ხურჩაში საქართველოს პოლიციის საგუშაგო სოფლის დასაწყისშია, სოფლის ბოლოს კი, რუსულ-აფხაზური ე.წ. გამშვები პუნქტია განლაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა რუს და აფხაზ სამხედროებთან პირისპირ მარტოა დარჩენილი. სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, რაც ხაზს უსვამს ადგილობრივთა დაუცველობას.

აღსანიშნავია, რომ ხიდს, სადაც მკვლელობ ამოხდა, ყოველდღიურად გადაკვეთენ მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. ისინი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განმარტავს სახალხო დამცველი.

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი გამყოფ ხაზზე უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს.

მისივე თქმით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, არაერთი შემთხვევა ფატალურად დამთავრდა, მათ შორის, იყო არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტი.

„უსაფრთხოების პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ სამხედრო ნაწილები დასახლებული პუნქტების სიახლოვეს არის განთავსებული, რაც ადგილობრივებში შიშს და დაძაბულობას იწვევს. სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და მოუწოდებს ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ, რათა სწრაფად და ეფექტურად მოხდეს აღნიშნული მკვლელობის გამოძიება. ეს შექმნის მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს და აჩვენებს მხარეების მზაობას, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა შეამსუბუქონ“, – ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი ქართულ და აფხაზურ მხარეებს რეკომენდაციით მიმართავს, ხურჩაში მომხდარი ფაქტი უახლოეს მომავალში, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებული შეხვედრის ჩატარებას საფუძვლად დაუდონ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი – გიგა ოთხოზორია მოკლა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიბაშვილი: „დღეს „ქოცობა“ მაგრად „ტეხავს“!
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი