19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სახალხო დამცველი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა. სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დღეს და მათ მშვიდობას, სამართლიანობასა და დაცულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.

დამოუკიდებლობა ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა – დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი, გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და რწმენა, რომ ძლიერ სახელმწიფოს თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება აშენებს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”, – წერია იოსელიანის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ
შემდეგი სტატიააფგან სადიგოვის განცხადებით, მას ბაქოს აეროპორტში ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს