სახალხო დამცველი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს, მათ შორის, წინასაარჩევნო გარემოს, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ასევე, სასამართლოს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა.

მხარეებმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების ეფექტურობაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვას დაეთმო.

უჩა ნანუაშვილმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, სპეციალურ ანგარიშებზე, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და სხვა პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პასკალ მენიემ ომბუდსმენის აპარატისადმი ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საკითხებზე სრული მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : რატომ არ ამოიღეს ეს იარაღი აქამდე…რას აკეთებდა ,,ქართული ოცნება“ ოთხი წლის განმავლობაში
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : შსს-ს დღევანდელი ინფრომაციით შოკირებული ვარ და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას