სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

რუსთაველს გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481.”- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდემონსტრანტებმა ფილარმონიის წინ მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს
შემდეგი სტატიაამ წუთებში დემეტრე ნაყოფიას ოპერაცია უტარდება