სახალხო დამცველი პროკურატურისგან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ სრულად მიაწოდოს ინფორმაცია.

ომბუდსმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს გასული წლის ანგარიშში მიმოიხილავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 12 ივლისს განახლდა.

„პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2018 წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა პერიოდულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ განახლებულ გამოძიებას ინტერესით აკვირდება და შესაბამის შედეგებს 2019 წლის ივნისის შეხვედრაზე განიხილავს. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, აუცილებელია, ყველა იმ გარემოების დეტალურად შესწავლა, რომლებმაც განაპირობეს მე-18 მუხლის დარღვევა. აუცილებელია გამოძიება იყოს ინსტიტუციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იმ პირებისგან, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ დანაშაულთან, უნდა შესწევდეს უნარი, დაადგინოს დამნაშავეთა იდენტობა და შეეძლოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, მისი მანდატი უნდა იყოს ფართო და გამოძიებამ იმსჯელოს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მომხდარ ფაქტს. გამოძიება ჯეროვნად და სწრაფად უნდა წარიმართოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის გაცნობის საშუალება მიეცემა, ამით შესაძლებელი იქნება შეფასება, სახელმწიფოს მიერ როგორ ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ხალხს რეალური ცვლილებები სურს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს შეხვდა