სახალხო დამცველი – პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და სასჯელის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია

ახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართელოს პრეზიდნეტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და სასჯელის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია. ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა.

„2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გაზრახ მკვლელობისთვის და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა,“-ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალის სია უნდა მიაწოდოს, რათა მათ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ
შემდეგი სტატიაონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს