სახალხო დამცველი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ე.წ „გასაღების“ კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლ ქვეშ დატოვება ვერ უზრუნველყოფს ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებას და მეორეს მხრივ, უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უნდობლობის გაქარწყლებას.
კანონპროექტი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, გვთავაზობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შექმნას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, შესაბამისად, ამ სამსახურის კონტროლის ქვეშ იქმნება. მართალია, სააგენტოს თავისი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები ექნება, თუმცა ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლქვეშ, დამოუკიდებლობის ეს მწირი ელემენტები, შესაძლოა ფორმალობად იქცეს და ფაქტობრივად არაფერი შეიცვალოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ინსტიტუციურ მოდელში.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2 რომ არა, დღეს ჩემი ქმარი იქნებოდა რუსეთის ხელში
შემდეგი სტატიახუთი ადამიანიდან, რომელიც ახლა აქ დარბაზში იმყოფება, სამი მუშაობდა GDS-ზე