8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

სახალხო დამცველი პარტიების აკრძალვაზე: საკითხს ვსწავლობთ

„საკითხს ვსწავლობთ – რა პოზიცია გვექნება, ჯერ უცნობია“ – ამბობენ სახალხო დამცველის აპარატში პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ცნობილია ეს საკითხი, მიმდინარეობს ამ საკითხის დამუშავება და თუ მიიღებს სახალხო დამცველი გადაწყვეტილებას, რომ წარადგინოს მოსაზრება, აუცილებლად წარვადგენთ… ნამდვილად არ მაქვს იმაზე პასუხი, ვიდრე გითხარით. ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული“ – თქვა თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების დასმულ კითხვაზე – კიდევ რა დრო სჭირდება აპარატს საკითხის შესასწავლად მაშინ, როცა სარჩელის ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი.

სამი ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო – ძლიერი საქართველო“; „კოალიცია ცვლილებისთვის“) გაუქმების მოთხოვნით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე კვირაში მიმართა, 2026 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სარჩელს ემატებოდა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტები“, 2026 წლის 14 სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ჩამონათვალში ამატებდნენ პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაირკვა, რომ საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყებოდა.

banner
წინა სტატიაშიცდილობენ გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს სასამართლო, ეს არის იმის ნიშანი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია