სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას ჩავა- შეხვედრა დასრულდა

ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას ჩავა,-  ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგნლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას.

იქედან გამომდინარე, რომ მომავალ კვირაში მე მაქვს წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, როდესაც დასრულდება მოსმენა, ამის შემდეგ, ალბათ მომავალი კვირის ბოლოს გვექნება ერთობლივი ვიზიტი. ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია გაერო-ს რეზოლუციაზე: ვფიქრობ, კარგია, როცა ვიღაცას, მეგობრებს ახსოვხარ
შემდეგი სტატიაგოცირიძე: საქართველოზე უარესი მდგომარეობა აქვს ნახევრად აღიარებულ კოსოვოს და ომ გადატანილ სომხეთს