სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ეხმაურება ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ეხმაურება ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციას, რომელიც ქვეყანაში ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მედიის მდგომარეობას შეეხება და რომელსაც დაემატა ცალკე შესწორება ივანიშვილის დასანქცირებაზე და ამბობს, რომ ასეთი რეზოლუციები ჭორებს არ ეფუძნება:

“ისინი არ საუბრობდნენ, ვიღაცის მოყოლილის საფუძველზე ისინი საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს მომხსენებლის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკუთარი და დასკვნების საფუძველზე, ამიტომ ეს არ იყო, რა თქმა უნდა, ჭორებზე დაფუძნებული” – ამბობს ლომჯარია

როგორც ომბუდსმენი ამბობს, ევროპამ საქართველოს პარლამენტიდან უნდა მოისმინოს არა კრიტიკა არამედ მზაობა, რომ ხელისუფლება მზად არის იმუშაოს არსებულ პრობლემებზე.

“ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, იმუშაოს იმ გამოწვევებზე რაზეც გულწრფელად და მეგობრული სულისკვეთებით მიუთითებდნენ ევროპის პარლამენტის წევრები. მზაობა უნდა დაანახონ, რომ შესაძლებელია, ის არ იზიარებს , მაგრამ მზად არის თუკი ამას პარტნიორები მიანიშნებენ. იმუშაონ ამ პრობლემებზე, როგორიცაა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები და სხვა საკითხები,” – ამბობს ლომჯარია

​როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ოცნების მხრიდან ევროპარლამენტის მიმართ კრიტიკა ქმნის ქვეყნისთვის არახელსაყრელ გარემოს – დეპუტატებმა იციან, როგორი განწყობებია ხელისუფლებაში, როგორი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებებია აქედან, მაგრამ მიუხედავად ამისა აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იმ შესაძლებლობას რასაც ევროპა უხსნის ქვეყანას – ამბობს ლომჯარია

რაც შეეხება, რეზოლუციის ნაწილს, სადაც საუბარია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შესახებ, ომბუდსმენის თქმით, ნიკა გვარამიას სახელის გაჟღერებამ დაადასტურა, რომ ამ საქმის მიმართა არსებობს მაღალი ინტერესი.

“ძალიან ცუდ დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება…ამ ვითარებაში ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, პოლიტიკურად აქტიური პირის, მედიის წარმომადგენლის და მედიამენეჯერის, რა თქმა უნდა, ამ საერთო ფონსა და განწყობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ აუარესებს და გუშინ მისი სახელის გაჟღერებამ ეს დაადასტურა, რომ ამ საქმის მიმართაც არსებობს მაღალი ინტერესი”, – ამბობს ნინო ლომჯარია

banner
წინა სტატიაშიფაქტი არ გაქვთ რუსულ კავშირებზე და ივანიშვილის თითქოსდა არაფორმალურ მმართველობაზე, ცარიელი ტყუილია რასაც ავრცელებთ და ეს ტყუილი მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც – კობახიძე
შემდეგი სტატიავარკვევდით, ვინ იდგა ქმედებების უკან, რომლებიც არღვევს ევროპულ ფასეულობებს, ყველას ესმის, რომ ეს ივანიშვილია – იუკნევიჩიენე რეზოლუციაზე