სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ მოწმე უარს აცხადებს გამოკითხვაზე, თუმცა არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომ მას აქვს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, იგი შეიძლება დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკმაოდ ფართო საფუძველს, რაც გამოიწვევს იმას, რომ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ წესით დაიკითხება და მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი ფორმალური გახდება. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მიიღებს ფართომაშტაბიან ხასიათს და პრაქტიკულად მოწმის დაკითხვის იძულების წესის გადმოტანა მოხდება საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლოში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ მხრივ სტანდარტი უნდა აიწიოს და მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა), რომ მას აქვს საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ზემოაღნიშნული წესით მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებას, აღნიშნული ბრალდების მხარესთან მიმართებაში არათანაბარ პირობებში აყენებს დაცვის მხარეს და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფას. ბრალდებისა და დაცვის მხარისთვის არსებითად თანასწორი პირობების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანად და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრინციპების შესაბამისად წარმართვისთვის.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებისას გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან (სსკ–ის 3711 მუხლი). აღნიშნული მუხლის გამოყენება არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა მოწმეთა დაშინების მიზნით რაც ქმნიდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით მანიპულირების შესაძლებლობას. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, ვინაიდან მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხული მოწმე შეზღუდული იქნება მიცემული ჩვენებით, რომლის შეცვლაც მთავარ სხდომაზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამასთან, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ცრუ ჩვენებისთვის და ცრუ დასმენისთვის, ასევე წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს ემატება პასუხისმგებლობა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, გაურკვეველი რჩება სსკ–ის 3711_მუხლის შენარჩუნების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გათვალისწინებით უნდა გადაიხედოს მისი შენარჩუნების საკითხი.

კანონპროექტით, საგამონაკლისო წესის სახით, მოწმის დაკითხვის 1998 წლის წესი შენარჩუნებულია გარკვეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიებისას. ამ დანაშაულებს მიეკუთვნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულები, ასევე დანაშაულები, რომლებიც ძალადობრივი გზით არის ჩადენილი და ქმნის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და სხვა. აღნიშნულის არგუმენტად მითითებულია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულზე იმწუთიერი რეაგირებისა და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოწმის დაკითხვის, მყისიერად განხორციელების აუცილებლობა და მტკიცებულებათა განადგურების, შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე.

საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, ორი წლით გადავადებას ითხოვს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი საფრთხე არსებობს სხვა დანაშაულებთან მიმართებაში, ამასთან გაურკვეველია ორი წლის შემდეგ რა აღმოფხვრის მსგავს საფრთხეებს, ამის საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდათ, რათა ამ ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებები განეხორციელებინათ, აემაღლებინათ თანამშრომელთა უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი, გამოემუშავებინათ უნარები, რომლებიც მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრაქტიკაში დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხედველობაში მიიღოს საქართველოს სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული მოსაზრებები და კანონის პროექტი შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. გამოვთქვამთ საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის მზადყოფნას.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად
შემდეგი სტატიაკახი კალაძე რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარის შექმნის შესახებ საუბრობს