სახალხო დამცველი მოითხოვს, წინასწარი პატიმრობის ვადა არ გრძელდებოდეს 9 თვეზე მეტი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ არც ერთი დაკავებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ გრძელდებოდეს 9 თვეზე მეტხანს. დღეს ომბუდსმენის ინიციატივით მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იურისტები მსჯელობენ.

საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დამკვიდრებაზე, რომელიც გიგი უგულავას შეეხო. 15 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა, რომელიც 9 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, უკანონო იყო და თბილისის ყოფილი მერი გაათავისუფლეს. ამ ფაქტის შემდეგ მსგავსი პრაქტიკა არც ერთ პატიმარზე არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტში უახლოეს პერიოდში იქნება ინიცირებული–73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის ახალ სქემა
შემდეგი სტატიათემურ გრიგალაშვილი თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდებს