“სახალხო დამცველი იმისთვისაა, რომ კანონის დაცვისკენ მოუწოდოს ორივე მხარეს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი “ქართულ ოცნებაში” გამართული სხდომის შემდეგ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის შეფასებას ვოლსკიმ პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადება უწოდა.

“თუ ადამიანი კანონს არღვევს, არ უნდა თქვა, რომ ის გაბრაზებულია და არ უნდა გაამართლო ამით. საკმაოდ პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადებაა. საზოგადოებრივი დამცველი იმისთვისაა, რომ კანონის დაცვისკენ მოუწოდოს ორივე მხარეს” – აღნიშნავს ვოლსკი.

შეგახსენებთ,ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაში“დაარბევენ და უარესს მიიღებენ”-ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიააქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შესასვლელ კარს ბოქლომი დაადეს -“ბიუროს წევრებს შენობაში არ შევუშვებთ”