სახალხო დამცველი ღარიბაშვილზე: უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა

“უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად” – ასე აფასებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერსმინისტრის დღევანდელ განცხადებას, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს”.

ლომჯარიას თქმით, პრემიერმა დაადასტურა, რომ ის რაც 5 ივლისს მოხდა მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

“პრემიერმა უკვე ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის, ეს დაადასტურა მან, რომ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პოლიცია არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოდგენილი და წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ადამიანებისთვის, ასევე გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე იქნება, შესაბამისად, უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივლისისთვის
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა