სახალხო დამცველი: ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე

“სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 22 მაისს თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი მოინახულეს.
დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.
სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.
უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481, ნათქვამია სახალხო დამცველის  ინფორმაციაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიმიიღეთ 15%-იანი ქეშბექი Roamingo-ში სამოგზაურო ინტერნეტის  PLUS ბარათით შეძენისას
შემდეგი სტატიაუკრაინამ, კრასნოდარის ოლქში 60 000 ტონა საბრძოლო მასალა გაანადგურა (ვიდეო)