21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სახალხო დამცველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს (HCNM) კრისტოფ კამპს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა ეუთო-ს კომისარს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით აპარატის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა წლიურ ანგარიშებში ასახულ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე.

„განიხილეს ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ენის ბარიერის, განათლების, ინფორმაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკური და სამართლებრივი მრჩეველი ენ-სესილ ლეივრაზი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი
შემდეგი სტატიაპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა