სახალხო დამცველი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, 2021 წლის 6 ნოემბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს, შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.

ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

https://youtu.be/WgJeMHBI9j4

 

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხესთან მოქალაქეებმა კარვები გაშალეს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა რუსთავის ციხესთან -ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს