სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება.

უჩა ნანუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს შეხვდება.

სახალხო დამცველი მედიის შეკითხვებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსთავის მეექვსე დაწესებულებასთან, 13:30 საათზე უპასუხებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია დაკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა ადვოკატი სტატუსის შეცვლას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე : “ხელისუფლება ნიკა გვარამიას დაკავებას გეგმავს”