სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

სახალხო დამცველი, მომავალში მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში სიღრმისეული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, მოუწოდებს ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს, ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი, შენობებში ბუნებრივი აირის ქსელებისა და დანადგარების შემოწმების და არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის